სადამრიგებლო კლასთან მუშაობა

 




XII-1 კლასის დამრიგებლის სამუშაო გეგმა (2015-2016 სასწ.წელი)


შევეცადე, ჩემი სადამრიგებლო პროგრამის ამოსავალი წერტილი ყოფილიყო ისეთი უნარ-ჩვევების სწავლება, როგორიცაა: პრობლემების გადაჭრა, კონფლიქტების მართვა, თვით-კონტროლი, გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება, თვით-ეფექტურობის გაზრდა, ობიექტური თვით-შეფასება და ა.შ.

გადავწყვიტე, ძირითადად სოციალური მიმართულების პროგრამებზე გამემახვილებინა ყურადღება, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ლიდერული თვისებების ხელშემწყობი პროგრამები (სკაუტები, აკადემიური კლუბები და ა.შ.), ჯანსაღი ცხოვრების წესის გამავრცელებლი პროგრამები (ნარკომანიის პრევენციის პროგრამა), მოხალისეობრივი აქტივობის ხელშემწყობი პროგრამები, დებატ-კლუბები. კლასგარეშე პროგრამების განხორციელება დამოკიდებულია მშობლების, განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანების და თემის წევრების მხარდაჭერაზე. დიდია ოჯახების როლი კლასგარეშე პროგრამებში, რადგან ისინი პირდაპირ კავშირში არიან და გავლენას ახდენენ ბავშვებზე. ამიტომ, აქტიურად ვითანამშრომლებ მათთან და მექნება ურთიერთობა წერილობითი ფორმით, მოვაწყობ სოციალურ საღამოებს .მშობლის აქტიურობა ჩემს სამუშაოსაც საგრძნობლად შეამსუბუქებს.

ავუხსნი მათ, რას ვგეგმავ წლის ან სემესტრის განმავლობაში, რა ცოდნას მიიღებს მოსწავლე, რა შედეგს უნდა მიაღწიოს მან სასწავლო წლის ბოლოს. მართალია, მშობელთან მუშაობა ჩემგან დამატებით დროს, ენერგიასა და მოთმინებას მოითხოვს, მაგრამ ამ შრომის გაწევა იმისთვის ღირს, რომ ერთგვარი მოკავშირე მყავდეს, რომელიც ბავშვს პროგრამის დაძლევისას წარმოქმნილი სირთულეების გადალახვაში დაეხმარება. მშობელთა უმრავლესობა არ არის აქტიურად ჩართული არა მხოლოდ სასწავლო პროცესში, არამედ სასკოლო ცხოვრებაშიც. როგორც წესი, ისინი ფიქრობენ, რომ სკოლასთან ინტენსიური თანამშრომლობით ბევრს ვერაფერს შეცვლიან. თუმცა როგორც კი მშობლებს საშუალება ეძლევათ, ამ პროცესში უშუალოდ ჩაერთონ, მათი უიმედო დამოკიდებულება ქრება და ისინი ხვდებიან, რომ აქტიურობა მართლაც მნიშვნელოვანია.

მშობლებს იმ ღონისძიების შესახებ შევატყობინებ, რომლესაც უახლოეს მომავალში ვგეგმავ და ვთხოვ, რომ მოსამზადებელ სამუშაოებში შეძლებისდაგვარად ჩაერთონ. მათი ჩართულობა მოსწავლეთა მოტივაციას საგრძნობლად აამაღლებს. მშობლებს მივცემ იმის საშუალებას, რომ დისკუსიაში აქტიურად ჩაერთონ. შევიმუშავე სადამრიგებლო საათის გეგმა, რომელიც ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:

. აღზრდის მთლიანობა

,  შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა

. მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა
 
. თანამშრომლობის პრინციპი

.  ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების დაცვის პრინციპი > მშობლების ჩართულობა


სადამრიგებლო საათის პროგრამის მიმართულებებია:

1. პიროვნული და მორალური განვითარება - მე - პიროვნება, სოციუმი ჩემს გარშემო, ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი;

2. გარემოს დაცვის კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი - პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე, გარემოს და ბუნების მოფრთხილება;

3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ - პატრიოტული ცნობიერება - ჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;






ჩავატარო კლასის საათები შემდეგი თემატიკით:




• საქველმოქმედო აქცია მონასტერში.


• მუსიკის საათი;,,ჩემი საყვარელი მუსიკა“ (საყვარელი მუსიკალური ნაწარმოების მოძიება და მოსმენა


კლასში, თუ შეასრულებენ,მთლად უკეთესი)


• პოეზიის საათი:,,ჩემი საყვარელი ლექსი“(ისწავლონ და მხატვრულად წარმოადგინონ მათთვის


სასურველი ლექსი)


• ჩემი საყვარელი წიგნი:,,წიგნების გამოფენა“


• დისკუსია: ნანახი ფილმის განხილვა




"მე ვარ ადამიანი,პიროვნება";
კომპიუტერული ტექნოლოგიები";
"რა მსურს, რა მჭირდება";
"საჭიროებიდან-უფლებებამდე";
"მე და ოჯახი;"
" მე მაქვს უფლება, მაგრამ...";
"ღირსება,...ვიყოთ სამართლიანები";
"უფლებები დღეს და ხვალ";
" წინასწარ ნუ განსჯი";
" სიყვარული ხელოვნების სფეროში"';
" მოდით, მოვილაპარაკოთ";
"თამბაქოს მავნებლობა"
:ლაშქრობა თბილისის შემოგარენში"

      სადამრიგებლო-სააღმზრდელო პროგრამა
           
                    VI  კლასის დამრიგებ   დალი არსოშვილის  სამუშაო გეგმა
    
                    (2017-2018 სასწ.წელი)

      როგორც წინა წლებში,წელსაც შევეცადე, ჩემი სადამრიგებლო პროგრამის ამოსავალი წერტილი ყოფილიყო ისეთი უნარ-ჩვევების სწავლება, როგორიცაა: პრობლემების გადაჭრა, კონფლიქტების მართვა, თვით-კონტროლი, გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება, თვით-ეფექტურობის გაზრდა, ობიექტური თვით-შეფასება და ..   

    მშობლებს იმ ღონისძიების შესახებ შევატყობინებ, რომლესაც უახლოეს მომავალში ვგეგმავ და ვთხოვ, რომ მოსამზადებელ სამუშაოებში შეძლებისდაგვარად ჩაერთონ. მათი ჩართულობა მოსწავლეთა მოტივაციას საგრძნობლად აამაღლებს. მშობლებს მივცემ იმის საშუალებას, რომ დისკუსიაში აქტიურად ჩაერთონ.  შევიმუშავე სადამრიგებლო საათის გეგმა, რომელიც ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:
> აღზრდის მთლიანობა;
 > შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა;
 > მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა;
 > თანამშრომლობის პრინციპი ;
> ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების დაცვის პრინციპი;
 > მშობლების ჩართულობა.
დაგეგმილი მაქვს კლასის საათები შემდეგ თემებზე:
1. დღის რეჟიმი,მისი ორგანიზება.
2. ცხოვრების ჯანსაღი წესი.
3. მსგავსება და განსხვავება,შემწყნარებლობა.
4. მოთმინება,ნებისყოფა.
5. სამართლიანობა.
6. პატივისცემაა.
7. ძალა,სიძლიერე.
8.წონასწორობა.
9.მეტსახელები-იარლიყები.
მოსწავლეთა შემეცნებითი და კულტურული განვითარებისთვის დაგეგმილი კლასის საათები:
1. ბავშვთა უფლებები.
2. როგორ ვეცნობით კლასიკას.
3. უცენზურო ლექსიკა.
4.ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება.

ჩემ მიერ დაგეგმილი ღონისძიებისა და სამუშაოების განრიგი პირველ და მეორე სემესტრში
I სემესტრი
#
ღონისძიებები
პასუხისმგებელი
ჩატარების თარიღი
შენიშვნა
1
2


3.

4


5

6.




7.
8.
9.
10

11
მშობელთა კრება
კლასის საათი თემაზე:
. დღის რეჟიმი,მისი ორგანიზება.
 ცხოვრების ჯანსაღი წესი.

 მსგავსება და განსხვავება,შემწყნარებლობა..
 მოთმინება,ნებისყოფა.

საგანმანათლებლო ექსკურსია მარშრუტით:თბილისი-ბორჯომი-თბილისი.

 სამართლიანობა.
 პატივისცემაა.
 ძალა,სიძლიერე.
წონასწორობა.
მეტსახელები-იარლიყები.

საახალწლო ღონისძიება

მშობელთა კრება


დ.არსოშვილი
დ.არსოშვილი


დ.არსოშვილი,

დ.არსოშვილი


დ.არსოშვილი

დ.არსოშვილი.მშობელთა აქტივი



დ.არსოშვილი
დ.არსოშვილი
დ.არსოშვილი
დ.არსოშვილი
დ.არსოშვილი

დ.არსოშვილი.მშობელთა აქტივი,კლასი.
დ.არსოშვილი

21.09.2017
29.09.2017
05.10.2017

12.10.2017
19.10.2017
26. 10. 2017
02.11.2017

9.11.2017
16. 11. 2017
ნოემბერი




23.11.2017
30.11.2017
07.12.2017
14.12.2017
21.12.2017

დეკემბერი

სემესტრის ბოლოს

1.


2.



3.


4.







5

კლასის საათი თემაზე: ბავშვთა უფლებები.

 როგორ ვეცნობით კლასიკას.

 უცენზურო ლექსიკა.

ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება.

ა)მიწისძვრა
ბ)წყალდიდობა
გ)ღვარცოფი
დ)ელვა
ე)სეტყვა
ვ)ტყის ხანძარი
ზ)ზვავი
თ)ლიპყინულიანობა
მშობელთა კრება.
დ.არსოშვილი


დ.არსოშვილი

დ.არსოშვილი, კლასი

დ.არსოშვილი,










დ.არსოშვილი

18. 01. 2018

25.01.2018

01. 01. 2018
08. 02. 2018

15. 02.2018
22. 03.2018
29.03.2018
05.04.2018
12.04. 2018
19.04.2018
26. 04.2018
3.05.2018
10.05.2018
სასწ.წლის ბოლოს





კლასის დამრიგებელი:                                                    დალი არსოშვილი


No comments:

Post a Comment